იაპონიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 13 დღის განმავლობაში, პირველად, იაპონიაში „კოვიდ 19“-ის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა ათასს ჩამოსცდა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პოზიტიური ნიშნებია ტოკიოშიც, სადაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში პირველად, ვირუსის 200-ზე ნაკლები, 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასევე, გასული დღე-ღამის განმავლობაში იაპონიაში „კოვიდ 19“-ით ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იაპონიაში კორონავირუსის 49 630 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 1065 ადამიანი.