იაპონიაში ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი მცირეწლოვანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „კიოდო“ ავრცელებს.
შემთხვევა იაპონიის ქლაქ ოტსუში მოხდა. ავტომობილი მცირეწლოვნების ჯგუფში შევარდა. დაშავებულია კიდევ 11 მცირეწლოვანი და სამი მასწავლებელი, რომლებიც ბავშვებთან ერთად იმყოფებოდნენ. ბავშვების ასაკი 2-3 წელია.
სამართალდამცველების ინფორმაციით, პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე დააკავა ორი ავტომობილის მძღოლი, რომელთა მანევრირების გამოც მოხდა უბედური შემთხვევა.
შემთხვევა საბავშვო ბაღიდან 200 მეტრით დაშორებულ ქვეითთა გადასასვლელზე მოხდა.