იაპონიაში აუქციონზე თინუსი რეკორდულ ფასად 3,1 მილიონ დოლარად გაიყიდა
იაპონიაში აუქციონზე თინუსი რეკორდულ ფასად 3,1 მილიონ დოლარად გაიყიდა. იშვიათი ჯიშის გიგანტური თევზი აუქციონზე სუშის მეფედ წოდებულმა მზარეულმა გაიტანა. BBC-ის ცნობით, თინუსის წონა 278 კილოგრამს შეადგენს.
იაპონიაში სუშის კომპანიები იშვიათი ჯიშის თევზებში საკმაოდ ხშირად კოლოსალურ თანხას იხდიან, თუმცა ბოლოს გაყიდული თინუსის ღირებულება აქამდე არსებულ ფასებს მილიონებით აღემატება. აუქციონის გარეთ მსგავსი წონის თევზის შეძენა 60 ათას დოლარად შეიძლება.
აუქციონზე გაყიდული თინუსის ჯიში ოფიციალურად არის აღიარებული, როგორც გადაშენების პირას მყოფი სახეობა. ამის გამო წყალქვეშა სამყაროს აღნიშნული წარმომადგენელი 2018 წელს ბაზარზე სუშის მწარმოებელი კომპანიებისთვის გაცილებით რთული მოსაპოვებელი გახდა.