იაპონიაში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე
იაპონიაში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
გავრცელებული ცნობით, ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთში, კუნძულ კიუსიუზე მდებარე მიაძაკის პრეფექტურის სიახლოვეს, ზღვაში მდებარეობდა.
ძლიერი ბიძგების შემდეგ მოქალაქეები მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გააფრთხილეს.
მიწისძვრის შედეგად შესაძლო დაღუპულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.