იაპონიაში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის შედეგად კუნძულ ჰოკაიდოზე ერთი ადამიანი დაშავდა. ის მიწისქვეშა ბიძგების დროს საკუთარ სახლში იმყოფებოდა.
სტიქიის ეპიცენტრი კუნძულის სამხრეთით, 30 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ცუნამის წარმოშობის საფრთხე არ არსებობს.