იაპონიაში 10 აპრილის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მაღალი რაოდენობა - 623 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იაპონიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ“-19-ის რეკორდულად მაღალი რაოდენობა, 623 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„სიენენის“ ინფორმაციით, ეს 10 აპრილის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ახალი შემთხვევებიდან 286 ტოკიოში დაფიქსირდა. რთული მდგომარეობაა ჩიბას, საიტამასა და კანაგავას პრეფექტურებში.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით არავინ დაღუპულა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იაპონიაში „კოვიდ-19“-ის 24 185 დადასტურებული შემთხვევა არის გამოვლენილი, დაღუპულია 998 ადამიანი.