იაპონიას 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი „ჯები“ უახლოვდება.
სტიქიის გამო, ქალაქ კობეში ადგილობრივმა ხელისუფლებამ 300 ათასამდე მოსახლისთვის ევაკუაციის რეკომენდაცია გასცა. იგივე მოუწოდა მთავრობამ ქალაქ ჰიროსიმაში მცხოვრებლებს, სადაც ტაიფუნის გამო, ქალაქი 100 ათასმდე ადამიანმა უნდა დატოვოს.
ტაიფუნის მოახლოებასთან დაკავშირებით ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში 632-მდე ავიარეისი გადაიდო. დროებით შეწყდა მიმოსვლა რკინიგზაზეც. უსაფრთხოების მიზნით, სტიქიის ზონაში რამდენიმე მაგისტრალზე საავტომობილო მიმოსვლაც შეჩერდა. დახურულია რამდენიმე პორტი.
ტაიფუნი „ჯები“ იაპონიის მიწამდე რამდენიმე საათში მიაღწევს. მეტეოროლოგების ცნობით, ამჟამად ქარის სისწრაფე წამში 45 მეტრს აღწევს, თუმცა იაპონიის ნაპირებთან მიღწევის დროს მისი სისწრაფე წამში 60 მეტრს მიაღწევს.