იაპონიაში მეთორმეტე კატეგორიის ტაიფუნ „ჯონდარის“ მიახლოების გამო, 460 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. სტიქია კუნძულოვან სახელმწიფოს წყნარი ოკეანის მხრიდან უახლოვდება და იაპონიის სანაპიროს უახლოეს საათებში, კვირას დაატყდება თავს.
უსაფრთხოების მიზნით, კიოტოს პრეფექტურიდან ევაკუირებულია 34 ათასი ადამიანი, ტოკუსიმადან 7 ათასი, ოკაიამადან 31 ათასი, აიტის პრეფექტურიდან კი 81 ათასი მოქალაქე. სტიქიის გამო, გაუქმდა 415 შიდა ავიარეისი. ზოგიერთ რაიონში ციკლონის მიახლოება უკვე იგრძნობა. ციკლონი საათში 45 კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდება.