იაპონიამ სამოა დაამარცხა და ჯგუფში ლიდერობა დაიბრუნა | იაპონია 2019
იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მასპინძელთა ნაკრებმა სამოას ეროვნული გუნდი დაამარცხა და 14 ქულით A ჯგუფს სათავეში უდგას.
„საკურებმა“ 38-19 გაიმარჯვეს და სამი ქულით უსწრებენ მეორეადგილოსან ირლანდიას, მესამე ადგილზე კი შოტლანდიაა, რომელსაც ხუთი ქულა აქვს, თუმცა ერთი თამაშით მეტი დარჩა ჩასატარებელი.
სკოტები 9 ოქტომბერს რუსეთს შეხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში, რისი ალბათობაც ძალიან დიდია, 13 ოქტომბერს იაპონიასთან მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძოლებენ.
რაც შეეხება ირლანდიას, ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს 12 ოქტომბერს სამოას წინააღმდეგ გამართავს.