იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა
იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა. შეზღუდვების სიას 48 ფიზიკური პირი და 94 ორგანიზაცია დაემატა. მათ შორის არიან: თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ გორემიკინი და კონცერნ „კალაშნიკოვის“ პრეზიდენტი ალან ლუშნიკოვი.

„შავ სიაში“ ასევე მოხვდნენ „როსბანკი“ და დაჯგუფება „ვაგნერი“. სანქციები ასევე შეეხო თვითგამოცხადებული დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეჟიმის წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსულ ანექსიასთან.