2019 წლის 20 სექტემბერს, მსოფლიოს სარაგბო ჩემპიონატის გახსნით მატჩში, მასპინძელი იაპონელები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, მანამდე კი ეს ორი გუნდი ერთმანეთს ინგლისის ქალაქ გლოსტერში შეხვდა.
მატჩი საკმაოდ სანახაობრივი და გახსნილი გამდგა, საბოლოოდ კი იაპონელთა გამარჯვებით, 32-27 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შუაწელში რუსები 0-16 იგებდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლომდე იაპონელებმა სხვაობის ხუთ ქულამდე დაყვანა მოახერხეს – 17-22 რუსეთის სასარგებლოდ.
მეორე ტაიმში ჯერ იაპონელებმა შეძლეს წინ გასვლა (24-22), შემდეგ კი რუსების სანახაობრივი შეტევა დასრულდა ლელოთი და „დათვები“ ისევ წინ გავიდნენ – 24-27.
საბოლოოდ, როდესაც მატჩის დასრულებამდე ათიოდე წუთი რჩებოდა, იაპონელებმა კიდევ ერთი ლელო შეასრულეს და მატჩი 32-27 მოიგეს.