იაპონიამ და ევროკავშირმა თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი
იაპონიამ და ევროკავშირმა თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

იაპონიამ და ევროკავშირმა თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ძალაში 2019 წლიდან შევა და მხარეებს შორის არსებული ტარიფების 99%-ს გააუქმებს.

კერძოდ, იაპონია აღარ დაბეგრავს ევროპულ ყველს, ღვინოსა და ღორის ხორცს. ხოლო ავტომობილებზე დაწესებული ტარიფები დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 8 წლის შემდეგ გაუქმდება.

შედეგად, ბრიუსელი ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას მოელის, რადგან აღნიშნული შეთანხმებით, ევროპელი ექსპორტიორები ყოველწლიურად ერთ მილიარდამდე ევროს დაზოგვას შეძლებენ.

მხარეები აღნიშნავენ, რომ  შეთანხმება ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც.