იაპონიის პრემიერ-მინისტრი, შინზო აბე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით გახანგრძლივებას გეგმავს.
შინზო აბე ინიციატივას ექსპერტთა ჯგუფს წარუდგენს. არსებული საგანგებო მდგომარეობა ძალაში 6 მაისამდეა. პრემიერი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს.
„დიდი მადლობა მოქალაქეებს, ჩვენ შევძელით პანდემიის აფეთქების თავიდან აცილება. მაგრამ სამედიცინო კუთხით მდგომარეობა რთულია და ამიტომ, მოსახლეობას კვლავ უნდა ვთხოვოთ თანამშრომლობა“, – განაცხადა შინზო აბემ.
იაპონიაში, სადაც 126 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 14 000 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 430 ადამიანი.