იაპონია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შემცირებას განიხილავს
იაპონია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შემცირებას განიხილავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შესაძლოა, იაპონიამ შეუმციროს. ამის შესახებ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სიენენის“ ინფორმაციით, ​​იაპონიის პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში არის პრობლემები და ქვეყანა თავის ფინანსურ კონტრიბუციებს ამ ორგანიზაციის მიმართ პანდემიის დასრულების შემდეგ გადახედავს.

„აუცილებელია, ახლა მხარი დავუჭიროთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, მაგრამ არსებობს პრობლემებიც. ვფიქრობ, აუცილებელია მათი გადახედვა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელება შეწყდება“, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.

დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეჩერების განკარგულება 15 აპრილს გასცა. ტრამპის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საფრთხის შესახებ დროული და სათანადო ინფორმაცია არ გაავრცელა.