იაპონია-ევროკავშირის სამიტი სტიქიის გამო გადაიდო და 17 ივლისს ტოკიოში გაიმართება
იაპონია-ევროკავშირის სამიტი 17 ივლისს ტოკიოში გაიმართება. სამიტი 11 ივლისს ბრიუსელში უნდა გამართულიყო, თუმცა იაპონიაში წყალდიდობის გამო გადაიდო.
„მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ ოთხშაბათს ბრიუსელში დაგეგმილი სამიტი გადაიტანონ 17 ივლისს ტოკიოში“, – განაცხადა ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარგარიტის სხინასმა.
სტიქიის გამო, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ ევროპასა და აფრიკაში დაგეგმილი ვიზიტები გადადო. მისი თქმით, ის საზღვარგარეთულ მივლინებებს აუქმებს, რათა მთელი ძალისხმევა სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლისკენ მიმართოს.
ბოლო მონაცემებით, დასავლეთ იაპონიაში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 80-მდე პირი დაკარგულად ითვლება.