იაპონელების სამაგალითო საქციელი - ფანებმა გერმანიასთან მოგების შემდეგ სტადიონი დაასუფთავეს #1TVSPORT
იაპონელმა გულშემატკივრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ სტადიონი დაასუფთავეს — ამის შესახებ CBS-ი იტყობინება.
იაპონელმა გულშემატკივრებმა დოჰაში ხალიფას საერთაშორისო სტადიონი, სადაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მათმა ქვეყანამ გერმანიასთან 2:1 მოიგო, არ დატოვეს და გადაწყვიტეს, რომ ნაგავი გაეტანათ და სტადიონი სამაგალითოდ დაესუფთავებინათ.
წყაროს ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც იაპონელი გულშემატკივრები ტრიბუნებს ასუფთავებენ. მათი ნაწილი დაესწრო კატარსა და ეკვადორს შორის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს და ამის შემდეგაც ამომავალი მზის ქვეყნის გულშემატკივრებმა სტადიონიდან ნაგავი გაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ გერმანიასთან მოგებით (2:1) პირველი ტურის შემდეგ, ესპანეთთან ერთად (რომელმაც კოსტა-რიკა 7:0 დაამარცხა), E ჯგუფში იაპონია გალიდერდა. მომდევნო მატჩს იაპონიის ნაკრები კვირას, 27 ნოემბერს კოსტა რიკას წინააღმდეგ გამართავს.