იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 8,6 პროცენტით გაიზარდა
2020 წლის იანვარში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 125,6 მილიონი დოლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 8,6 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემებს.
საქართველოში გადმორიცხული თანხის მიხედვით, პირველ ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს – 26,17 მილიონი დოლარის გზავნილებით, მეორე ადგილზეა იტალია – 21 მილიონი დოლარი, მესამეზე საბერძნეთი – 14,87 მილიონი დოლარი. შემდეგ მოდიან აშშ – 13,56 მილიონი დოლარი, ისრაელი – 13 მილიონი დოლარი, თურქეთი – 6,6 მილიონი დოლარის გზავნილებით.
ამასთანავე, იანვარში საქართველოდან უცხო ქვეყნებში 18,5 მილიონი დოლარი გაიგზავნა, რაც წინა წლის იანვართან შედარებით, 19,1 პროცენტით მეტია.