იანვარში, საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში 5,12 მილიონი ბოთლის ექსპორტი განხორციელდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარში, საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში 5,12 მლნ ბოთლის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 18%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 11,4 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 31% შეადგინა.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ყაზახეთი – 108% (220 776), ჰონგ-კონგი 100% (15 486), იაპონია – 95% (26 892), ლატვია – 90% (116 226), უკრაინა – 55%(624 030), რუსეთი – 24% (3 534 780), პოლონეთი – 13% (177 018), ისრაელი – 12% (19 680), ნიდერლანდები – 39% (2 248) და სხვა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (3 534 780), უკრაინა (624 030), ჩინეთი (250 238), ყაზახეთი (220 776) და პოლონეთი (177 018). წლის დასაწყისში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 70-მდე კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, იანვარში ექსპორტირებულია 1,06 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 8,2 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა.
„ღვინის ექსპორტის ზრდის კუთხით, 2018 წელი პოზიტიურად დაიწყო. ზოგადად, იანვრის თვე ითვლება პასიურ თვედ, ამიტომ ასეთი მოკლე პერიოდის მონაცემებით ტენდენციებზე საუბარი ჯერ ადრეა. ბაზრების დივერსიფიკაციისა და ექსპორტის ზრდის შესახებ უფრო ზუსტი სურათი გამოიკვეთება პირველი კვარტლის მონაცემების მიღების შემდეგ“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა.