მიმდინარე წლის იანვარში, ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 4.4 პროცენტი შეადგინა. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ხოლო კლება დაფიქსირდა მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის, ტრანსპორტის, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილების და კავშირგაბმულობის სფეროებში.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2017 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 4.8 პროცენტი შეადგინა. 2018 წლისთვის კი ბიუჯეტში ჩადებული პროგნოზი 4.5 პროცენტია.