იანვარ-სექტემბერში ქართული ბარათებით უცხოეთში 1.67 მილიარდი ლარის ოპერაციები განხორციელდა
იანვარ-სექტემბერში ქართული ბარათებით უცხოეთში 1.67 მილიარდი ლარის ოპერაციები განხორციელდა

იანვარ-სექტემბერში ქართული ბარათებით უცხოეთში 1.67 მილიარდი ლარის ოპერაციები განხორციელდა. მონაცემები საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა.

წინა წელთან შედარებით, გადახდები 33.7 პროცენტითაა გაზრდილი. ამასთან, მაჩვენებელი განსაკუთრებით გაიზარდა ივლისი-სექტემბერში. კერძოდ, ივლისში ოპერაციების მთლიანმა მოცულობამ 215 მილიონ ლარს მიაღწია, აგვისტოში 210.2 მილიონი ლარი შეადგინა, სექტემბერში კი 219.4 მილიონი ლარი.

სტატისტიკაში ბანკომატების, ასევე პოს-ტერმინალების, იმპრინტერებისა და ინტერნეტ-გადახდების მონაცემებია ასახული.