იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების გაცემა 1,4 პროცენტით შემცირდა
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 4 941 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,4 პროცენტით ნაკლებია.
ამასთან, სტატისტიკა გაზრდილია შენობა-ნაგებობების ფართობის მიხედვით.
კერძოდ, ნებართვები გაიცა 2995,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წელთან შედარებით 4,8 პროცენტით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილითაა წარმოდგენილი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.