ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, იანვარ-აპრილში ელექტროენერგიის იმპორტმა საქართველოში დაახლოებით 612 მილიონი კვტ.სთ შეადგინა.
2018 წლის პირველ ოთხ თვეში იმპორტი 504 მილიონი კვტ.სთ იყო. შესაბამისად, წლიურად იმპორტის ზრდა დაახლოებით 21 პროცენტს შეადგენს.
ესკო-ს ცნობით, აპრილში იმპორტმა 80 მილიონი კვტ.სთ შეადგინა, გასული წლის აპრილის მაჩვენებელი კი, 11 მილიონ კვტ.სთ-ს შეადგენდა.
2017 წლის შემდეგ, საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია. შედარებით მცირე მოცულობით იმპორტი ხორციელდება რუსეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან.