იანოშ ჰერმანი - საქართველოში ევროკავშირის მხარდამჭერთა რიცხვი სტაბილურია
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის მხარდამჭერთა რიცხვი სტაბილურია, თუმცა შეიძლება იზრდებოდეს ან მცირდებოდეს.
ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტების კითხვას ევროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დღევანდელი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მხარდამჭერთა რიცხვი საქართველოში 80%-დან 72%-მდე შემცირდა.
„ბოლო კვლევაში, რომელიც თქვენ ახსენეთ, რყევის დიაპაზონი ხან ზევით ადის, ხან ჩადის დაბლა. არ მგონია, რომ ეს რამე კონკრეტულს უნდა დავუკავშიროთ. ეს უკვე საზოგადოებრივი აზრის მკვლევართა და პოლიტიკური ანალიტიკოსების საქმეა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ ამ კვლევებს და დიდ ყურადღებას ვუთმობთ, თუმცა მიზეზების ახსნაზე დიდი დრო არ უნდა დავხარჯოთ. რა თქმა უნდა, თუ იქნება გრძელვადიანი ტენდენცია ევროკავშირის და დავინახავთ, რომ ევროკავშირის მიმართ განწყობები იცვლება, მაშინ ცხადია, უფრო მეტ ყურადღება მოითოვხს, თუმცა დღეს ამას ვერ ვხედვათ“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
NDI-ის კვლევის თნახმად, გამოკითხულთა 72%-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.