იანოშ ჰერმანი - საქართველო არის ფანტასტიკური ქვეყანა, რომელმაც უკვე ბევრს მიაღწია ევროკავშირთან დაახლოებისა და რეფორმების კუთხით
იანოშ ჰერმანი - საქართველო არის ფანტასტიკური ქვეყანა, რომელმაც უკვე ბევრს მიაღწია ევროკავშირთან დაახლოებისა და რეფორმების კუთხით

საქართველო არის ფანტასტიკური ქვეყანა, რომლმაც უკვე მიაღწია ძალიან ბევრს ევროკავშირთან დაახლოების, დემოკრატიისა და რეფორმების კუთხით, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა პირველი არხის ანალიტიკოს ზვიად ავალიანთან ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუს დროს ზვიად ავალიანმა იანოშ ჰერმანს მიმართა კითხვით, როდის შეიძლება ევროკავშირმა შეიმუშაოს გაფართოების შემდგომი სტრატეგია და როდის შეიძლება, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„თუ ჩემი პოზიცია გაინტერესებთ, მე დღეს ეს არ ვიცი. ეს კითხვა უფრო შორ მომავალს ეხება და შეუძლებელია დღეს მას ზუსტი პასუხი გავცეთ. საქართველოს შემთხვევაში, ევროკავშირს აქვს პროგრამა – ეს არის ასოცირების ხელშეკრულება და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროგრამის სრულყოფილი განხორციელება.

„ამას დასჭირდება გარკვეული დრო. ამავე დროს, საქართველოს მთავრობა, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება გვთავაზობს ბევრ საინტერესო იდეას, თუ როგორ დავახლოვდეთ კიდევ უფრო მეტად.

ჩვენ ძალიან გახსნილები ვართ ამ იდეების მიმართ. ჩემი ღრმა რწმენით, ევროკავშირი ახლა შედის შემდგომი ინტეგრაციის ფაზაში კონკრეტულ მიმართულებებზე და ამ პროცესის გაგრძელებაა ჩვენი ურთიერთობა მეზობლებთან. ეს არის რაც ამ წუთში შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ ჯერ არ შეგვიძლია, ზუსტად განვსაზღვროთ, როგორი იქნება საბოლოო შედეგი.

ამ პროცესის მეორე მხარეს არის საქართველო – ფანტასტიკური ქვეყანა, რომლმაც უკვე მიაღწია ძალიან ბევრს ევროკავშირთან დაახლოების, დემოკრატიისა და რეფორმების კუთხით. ამიტომ მე ვფიქრობ, ყველაზე კარგი, რაც შეგვიძლია დღეს გავაკეთოთ, ეს არის ამ ურთიერთობების შემდგომი განვითარება და წინსვლა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.