იან ლიპავსკი აცხადებს, რომ პრაღისთვის მთავარი გამოწვევა ჩეხეთის საზღვრებისგან რუსეთის რაც შეიძლება შორს შენარჩუნებაა
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ პრაღისთვის მთავარი გამოწვევა ჩეხეთის საზღვრებისგან რუსეთის რაც შეიძლება შორს შენარჩუნებაა. ლიპავსკის თქმით, ამის შესახებ ის ევროპელ ლიდერებს რეგულარულად ესაუბრება.
ეს განცხადება ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას გააკეთა.
„უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში ჩვენ ვაჩერებთ რუსეთის იმპერიულ ექსპანსიას, რომელიც ასევე კბილებს ცენტრალური ევროპის რეგიონსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ილესავს“, – აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც იან ლიპავსკიმ განმარტა, უკრაინისთვის გაწეული დახმარება – სამხედრო, ჰუმანიტარული, ფინანსური, პოლიტიკური თუ მორალური, ასევე ეხმარება ევროპის უსაფრთხოებას.