იან კელი - თუ რა გავლენა ექნება სააკაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს პოლიტიკურ პროცესზე, გეტყვით, ჩვენი პრიორიტეტია საქართველო იყოს სტაბილური ქვეყანა
იან კელი - თუ რა გავლენა ექნება სააკაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს პოლიტიკურ პროცესზე, გეტყვით, ჩვენი პრიორიტეტია საქართველო იყოს სტაბილური ქვეყანა

საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში გაძევების პროცესს ყურადღებით აკვირდებიან. როგორც ელჩმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით იყოს დაცული სამართლიანობა.

ამასთან, საკითხზე, რა გავლენა ექნება ამ მოვლენებს საქართველოს პოლიტიკურ პროცესზე, იან კელის თქმით, მათი პრიორიტეტია, საქართველო იყოს ძლიერი, მტკიცე და სტაბილური ქვეყანა.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ზედმიწევნით დაცული სამართლიანი პროცესი არა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის, არამედ ყველა მოქალაქის მიმართ. რომ გიპასუხოთ კითხვაზე, რა გავლენა ექნება ამ მოვლენებს საქართველოს პოლიტიკურ პროცესზე გეტყვით, ჩვენი პრიორიტეტი არის, საქართველო იყოს ძლიერი, მტკიცე და სტაბილური ქვეყანა.

ვფიქრობ, რომ საქართველომ მთელი რესურსი ამ მიზნის მისაღწევად უნდა მიმართოს, რათა უზრუნველყოს საკუთარი ხალხის კეთილდღეობა მომავალში. სხვა მიმართულებით, ყველა გადაწყვეტილება საქართველომ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს, რადგან არის დამოუკიდებელი ქვეყანა“, – განაცხადა იან კელიმ.