იან კელი - საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რუსეთი არის ოკუპანტი ძალა
იან კელი - საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რუსეთი არის ოკუპანტი ძალა

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რუსეთი არის ოკუპანტი ძალა და მას თავისი წილი როლი და პასუხისმგებლობები აქვს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ არ ცნობს ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას.

„მოგეხსენებათ, ჩვენ არ ვცნობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რუსეთი არის ოკუპანტი ძალა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მას აქვს თავისი წილი როლი და პასუხისმგებლობები, მათ ჰყავთ თავიანთი სამხედრო ძალა იმ ტერიტორიაზე. იმედი ვიქონიოთ, შეასრულებენ იმ როლს, რომ დაძაბულობა განიტვირთოს, არ გაგრძელდეს კონფლიქტი და შესაბამისად, აღარ მოხდეს საზღვრების გადმოწევა. ასე რომ, რუსეთს, რა თქმა უნდა, აქვს გარკვეული როლი ამ პროცესში“, – განაცხადა იან კელიმ ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებში რუსეთის როლთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.