იან კელი - დაველოდებით საქართველოს მთავრობისგან მოსაზრებას, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ჟენევის ფორმატის უფრო პროდუქტიულად გარდაქმნაში
ჩვენ დაველოდებით საქართველოს მთავრობისგან მოსაზრებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაეხმაროს ჟენევის ფორმატის უფრო პროდუქტიულ ფორმატად გარდაქმნაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულ მიდგომას რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის შესახებ.
„ზოგადად, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულ მიდგომას, იქონიოს რეგულარული და კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ არსებობს გარკვეული იმედგაცრუება ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და ჩვენ გამოვთქვით ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ, როდესაც მას აქვს სურვილი, გახადოს ეს ფორმატი უფრო ნაყოფიერი. ჩვენ დაველოდებით საქართველოს მთავრობისგან მოსაზრებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაეხმაროს ამ ფორმატის უფრო პროდუქტიულ ფორმატად გარდაქმნაში“, – აღნიშნა იან კელიმ.