იან კელი - მხარს ვუჭერთ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას ქვეყნის ცხოვრებაში
ძლიერი და სტაბილური დემოკრატია და ქვეყანა, რა თქმა უნდა, არის ინკლუზიური. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე – „საქართველო – თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“ კონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას ქვეყნის ცხოვრებაში. მოხარული ვარ, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციაში ვმონაწილეობ. ძლიერი და სტაბილური დემოკრატია და ქვეყანა, რა თქმა უნდა, არის ინკლუზიური. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალთა მონაწილეობას როგორც ეკონომიკურ სფეროში, ასევე რა თქმა უნდა ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას ქვეყნის ცხოვრებაში”, – განაცხადა იან კელიმ.