იან კელი - აუცილებელია, დადგეს პასუხისმგებლობა ტატუნაშვილთან დაკავშირებული საშინელი ინციდენტის გამო
იან კელი - აუცილებელია, დადგეს პასუხისმგებლობა ტატუნაშვილთან დაკავშირებული საშინელი ინციდენტის გამო

საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხთან დაკავშირებით, აუცილებელია, შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგეს.

„არ ვიცი, როგორ დასრულდა დღევანდელი შეხვედრა ერგნეთში. მოგეხსენებათ, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება ამ ფაქტთან დაკავშირებით, ეს არის მართლაც საშინელი ტრაგედია ოჯახისა და ნათესავებისთვის. ეს არის შემაძრწუნებელი სიტუაცია, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ რა მოხდა იქ.

გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. ამ ტიპის ინციდენტი არ არის პირველი. აუცილებელია, დადგეს პასუხისმგებლობა ამ საშინელი ინციდენტის გამო. არის გარკვეული წილი კონკრეტული პასუხისმგებლობა, როცა ხარ ოკუპანტი. მე ვერ ვხედავ, რომ ვინმეს აეღო ამ საქმეში პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ელჩმა და იმედი გამოთქვა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადასცემენ ოჯახს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს.