იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატზე გოლი გაუტანია [ვიდეო] #1TVSPORT
ევრო 2024-ზე, ესპანეთისა და საფრანგეთის ნახევარფინალურ მატჩში ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა: ლამინე იამალმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა გულშემატკივარი, რომ მსოფლიოს ახალი ვარსკვლავი ეზრდება. Იგი 16 წლისა და 362 დღის ასაკში დიდ ტურნირზე ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა. Იამალმა საფრანგეთის ნაკრებს ულამაზესი გოლი 21-ე წუთზე გაუტანა.
ყველაზე ახაგაზრდა მეგოლეთა შორის მეორეა ბრაზლიელი პელე – 17 წლის და 239 დღის, მესამე – მექსიკელი მანუელ როსასი, 18 წლის და 93 დღის, მეოთხე – ესპანელი გავი, 18 წლის და 110 დღის.
საინტერესოა ისიც, რომ ესპანეთის ნაკრებში, საფრანგეთთან მატჩშის სასტარტოში იამალის მამაზე (34 წლის) უფროსი ორი ფეხბურთელი გამოჩნდა – ხესუს ნავასი და ნაჩო.