იალღუჯას ტერიტორიაზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაზა გაიხსნა [ფოტო]
იალღუჯას ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაზა გაიხსნა.
ბაზის ტერიტორიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ეწვივნენ.
ირაკლი კობახიძემ და ვახტანგ გომელაურმა დაათვალიერეს ახლად აშენებული ბაზის ინფრასტრუქტურა, თანამშრომლების სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები, განახლებული ავტოპარკი, თანამედროვე ტექნიკა და აღჭურვილობა, ასევე სასადილო და სპორტული დარბაზები.