იაკობ ქაჯაია მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
იაკობ ქაჯაია მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში იჭიდავებს #1TVSPORT

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს 60 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში წინასწარი და ნახევარფინალური დაპირისპირებები გაიმართება.

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრთაგან ხალიჩაზე ორი ფალავანი – ფრიდონ აბულაძე (60კგ) და იაკობ ქაჯაია (130კგ) გამოვიდნენ.

კარგად დაიწყო ტურნირი ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანმა, მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ.

მან პირველ შეხვედრაში ფინელი კონსტა იოჰანეს მაენპაეაე დაამარცხა და მსოფლიო პირველობის 1/4 ფინალში იჭიდავებს.

აბულაძე კი სომეხ მეტოქესთან დამარცხდა და რეპეშაჟიდან შეძლებს თუ არა ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას, ცოტა მოგვიანებით გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ დღეს ფინალურ ბლოკში ორ ქართველ მოჭიდავეს ვიხილავთ. ლერი აბულაძე (63კგ) ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, ჯონი ხეცურიანი (67კგ) კი ბრინჯაოს მოპოვებას შეეცდება.

ნახევარფინალები 18:45 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00-ზე.