იაკო პეიპერმა ბოდიში მოიხადა | იაპონია 2019
იაკო პეიპერმა ბოდიში მოიხადა | იაპონია 2019

იაკო პეიპერი მსოფლიოს 2019 წლის რაგბის მსოფლიოს თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში ვერ იმსაჯებს. გადაწყვეტილება მსოფლიოს რაგბიმ მიიღო. მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო გახდა, სადაც სამხრეთ აფრიკელი არბიტრი უელსელ ფანებს შეხვდა. განსაკუთრებული გამოხმაურება და ფრანგი გულშემატკივრის დიდი აღშფოთება მოჰყვა ფოტოში იაკო პეიპერის ჟესტიკულაციას. კონკრეტულად, სამხრეთაფრიკელ მსაჯს იდაყვი მიბჯენილი აქვს ერთ-ერთი უელსელი ქომაგის სახეზე.

მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს გამო იაკო პეიპერმა ბოდიში მოიხადა და მის საქციელს უადგილო უწოდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასზე, მეოთხედფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს უელსისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, სადაც მთავარი არბიტრი სწორედ სამხრეთაფრიკელი იაკო პეიპერი გახლდათ. მატჩის მეორე ტაიმის საწყის წუთებში პეიპერმა ფრანგი მორაგბე, სებასტიან ვაამაინა უხეშობისთვის მოედნიდან გააძევა და ფრანგები კაცნაკლული დატოვა. აღნიშნული მატჩი უელსელებმა 20:19 მოიგეს და ტურნირის ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ითამაშებენ. მატჩის არბიტრი ფრანგი ჟერომ გარსესი იქნება.

შეგახსენებთ, რომ იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე ნახევარფინალური მატჩები 26 და 27 ოქტომბერს გაიმართება. პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.