იაირ ლაპიდი - ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ვაჭრობისა და ტურიზმის სექტორებში კავშირების გასაღრმავებლად
იაირ ლაპიდი - ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ვაჭრობისა და ტურიზმის სექტორებში კავშირების გასაღრმავებლად

ისრაელის სახელმწიფოს ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

იაირ ლაპიდი აღნიშნავს, რომ გაგრძელდება მუშაობა ვაჭრობისა და ტურიზმის სექტორებში კავშირების გასაღრმავებლად.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ქართულ დელეგაციას შევხვდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

წელს ჩვენი ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ.  შევთანხმდით, რომ ერთობლივ მუშაობას გავაგრძელებთ ვაჭრობისა და ტურიზმის სექტორებში კავშირების გასაღრმავებლად”,- აღნიშნავს იაირ ლაპიდი.