იაგო ხვიჩიას განცხადებით, შეთანხმებულია, რომ ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება ცესკო-ს თავმჯდომარის ის მოადგილე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, თავმჯდომარის უფლებამოსილებას შეასრულებს
იაგო ხვიჩიას განცხადებით, შეთანხმებულია, რომ ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება ცესკო-ს თავმჯდომარის ის მოადგილე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, თავმჯდომარის უფლებამოსილებას შეასრულებს

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, არსებობს შეთანხმება, რომ ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ის მოადგილე, ვინც ცესკო-ს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას შეასრულებს.

როგორც ჟურნალისტებს ხვიჩიამ განუცხადა, თუ აღნიშნული მოადგილე ვერ აირჩევა ოპოზიციის ხუთი წევრის მიერ და ამ საკითხზე ხუთი პარტია ვერ შეთანხმდება, მაშინ მოადგილე წილისყრით, ანუ, ლოტოტრონის მეშვეობით აირჩევა.

დეპუტატის ცნობით, ცესკო-ს თავმჯდომარეს შესაძლოა, ორი მოადგილე ჰყავდეს.

საარჩევნო რეფორმა ვენეციის კომისიას კვირის ბოლომდე გადაეგზავნება.