იაგო ხვიჩიამ „ქართულ ოცნებას“ მიმართა - მინდა, მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება, როგორც ვიცი, ეს ჯერ არც ერთ ჩემს კოლეგას არ გაუკეთებია, ასევე მინდა, დავინახო, რომ თქვენ აპირებთ სერიოზულ თანამშრომლობას ვინმესთან ოპოზიციისგან
იაგო ხვიჩიამ „ქართულ ოცნებას“ მიმართა - მინდა, მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება, როგორც ვიცი, ეს ჯერ არც ერთ ჩემს კოლეგას არ გაუკეთებია, ასევე მინდა, დავინახო, რომ თქვენ აპირებთ სერიოზულ თანამშრომლობას ვინმესთან ოპოზიციისგან

მინდა, მოგილოცოთ გამარჯვება არჩევნებში, როგორც ვიცი, ეს ჯერ არც ერთ ჩემს კოლეგას არ გაუკეთებია, მაგრამ ასევე მინდა, დავინახო, რომ თქვენ აპირებთ სერიოზულ თანამშრომლობას ვინმესთან, ოპოზიციისგან, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

„მგონია, რომ ყველას გვესმის, კარგი აზრები მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ იბადება. შეუძლებელია კარგი აზრები მხოლოდ იმ ხალხს მოსდიოდეს, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, მაგრამ აქამდე თქვენგან, ჩათვალეთ რომ ეს ჩემი კრიტიკაა პარლამენტის მიმართ, არ მიგრძვნია, რომ რამეში შეიძლება თქვენი იმედი მქონდეს, მე თუ მივაგენი როგორ არის სწორი ქცევა რაღაცის მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ოპოზიციონერს, ფიზიკურად არანაირი შანსი გაქვს რამე გაიტანო. ყველამ ვიცით, რომ მაგალითად, თუ რაიმე კანონპროექტი შემოდის და ეს თუ არის ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ შემოტანილი, ე.ი ამის მიღება მაღალი ალბათობით შესაძლებელია და თუ ოპოზიციონერის მხრიდან – არა.

მე ამაზე მსაყვედურობენ ჩემს ჯგუფებშიც, მათ შორის „გირჩის“ ჯგუფებშიც, სადაც ადამიანები ამბობენ, რომ რა გინდოდათ მაგ პარლამენტში, რადგან მაინც ვერაფერს აკეთებთ, ადამიანებისთვის ვერაფერს ცვლით. ჩვენ 11 საკითხი გვაინტერესებს. შეუძლებელია ამ 11 საკითხიდან არც ერთი თქვენგანი ან არ მეთანხმებოდეს, ან წინააღმდეგი იყოს, ყველა იბრძოდეს ამ 11 საკითხის წინააღმდეგ. მოდით, გთხოვთ, როგორც მე გადავდგი ნაბიჯი და მოგილოცეთ, თქვენც გადადგით ნაბიჯი და გვითხარით, სად მიიღება გადაწყვეტილება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ვის რა აინტერესებს. წარმოიდგინეთ, მართლა ყველას გვაკრიტიკებენ ჩვენი ამომრჩევლები და მომხრეები, რომ მანდ სიარულს რა აზრი აქვს, დროს რატომ კარგავთ.

ხომ ძალიან მარტივია, ჩვენ ახლა შევთანხმდეთ იმაზე, რომ 84 კაცი კანაფის გამო ციხეში არ გვეჯდეს. ლეგალური მცენარის გამო ადამიანი ციხეში არ გვეჯდეს მინიმუმ, ადამიანებს ვისაც სიმსივნე აქვს, ვისაც სტკივა გამაყუჩებელი ჰქონდეს და ამას ექიმი წყვეტდეს და არა პოლიციელი. აი, ასეთ საკითხებზე ვის ველაპარაკო, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სადაც მართლები ვართ, ადამიანურად რომ საწინააღმდეგო აზრი ბოროტებაა, ვის დაველაპარაკოთ ამის გადასაჭრელად“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.