იაგო ხვიჩია - ვისურვებ, ევროკომისიის დასკვნა დადებითი იყოს, მიუხედავად იმისა, რამდენად იმსახურებს ამას ჩვენი მთავრობა, ქართველი ხალხის განწყობით თუ შეგვაფასებენ, პოზიტიური მოლოდინი უნდა გვქონდეს
ვისურვებ, ევროკომისიის დასკვნა დადებითი იყოს, მიუხედავად იმისა, რამდენად იმსახურებს ამას ჩვენი მთავრობა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, პოზიტიური მოლოდინი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია შეფასებისას ქართველი ხალხის განწყობით იხელმძღვანელებს.
„მთავრობის საქმიანობით თუ შეგვაფასებენ, სტატუსს არ მოგვცემენ. ქართველი ხალხის განწყობით თუ შეგვაფასებენ, მაშინ პოზიტიური მოლოდინი უნდა გვქონდეს. ცოტა ინფორმაცია მაქვს, ჩვენს თავს რა ხდება. „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის დასასჯელია და არა დასავლელი პარტნიორების. ამიტომ ჩვენი გასაკეთებელი საქმე სხვას არ უნდა გავაკეთებინოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.