იაგო ხვიჩია - ვინაიდან „რუსული კანონის“ გაუქმება მაინც კეთილშობილური საქმეა, წარმატებას ვუსურვებ როგორც პრეზიდენტს, ასევე ჩვენს კოლეგებს და სახალხო დამცველს, თუ მას ასეთი ტიპის ინტერესები აქვს
იაგო ხვიჩია - ვინაიდან „რუსული კანონის“ გაუქმება მაინც კეთილშობილური საქმეა, წარმატებას ვუსურვებ როგორც პრეზიდენტს, ასევე ჩვენს კოლეგებს და სახალხო დამცველს, თუ მას ასეთი ტიპის ინტერესები აქვს

მოგვწონს თუ არა „ქართული ოცნების“ არგუმენტი, რომ ახლა მოგწონთ საკონსტიტუციო სასამართლო, რელევანტურია, რადგან ცოტა ხნის წინ ამავე სასამართლომ პრეზიდენტი სრულ უაზრობაზე კონსტიტუციის დამრღვევად და იმპიჩმენტისთვის გამზადებულად გამოაცხადა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ვინაიდან „რუსული კანონის“ გაუქმება მაინც კეთილშობილური საქმეა, წარმატებას უსურვებს როგორც პრეზიდენტს, ასევე კოლეგებს და სახალხო დამცველს, თუ მას ასეთი ტიპის ინტერესები აქვს.

„სარჩელი როდესაც ამავე სასამართლოში მიგაქვს და წინაპირობა გაქვს, რომ შენ თვითონ ვეტო არ დაასაბუთე, რადგან „ქართულ ოცნებას“ გამოძვრენის საშუალებას არ მივცემო, რა შეიცვალა? საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ არ იყო? საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამოაცხადა პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად? თეორიულად, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოსაც ზუსტად ასე არ შეუძლია, რომ „გამოაძვრინოს“ „ქოცები“, როგორც ვეტოს დასაბუთებულად დადების შემთხვევაში იქნებოდა? ეს კითხვები მაქვს, მაგრამ ვინაიდან მაინც კეთილშობილური საქმეა „რუსული კანონის“ გაუქმება, წარმატებას ვუსურვებ როგორც პრეზიდენტს, ასევე ჩვენს კოლეგებს და სახალხო დამცველს, თუ მას ასეთი ტიპის ინტერესები გააჩნია. ნაკლებად მჯერა დამოუკიდებლობის და იმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს, რომლითაც ითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს.