იაგო ხვიჩია - უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, იდიოტიზმს, რაც ახლა აქვთ მოწყობილი, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში, სულ მცირე, ქუჩებში მოსახლეობას არ შეაწუხებენ
იაგო ხვიჩია - უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, იდიოტიზმს, რაც ახლა აქვთ მოწყობილი, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში, სულ მცირე, ქუჩებში მოსახლეობას არ შეაწუხებენ

ყველას ესმის, რომ აქციების სათავეში ისეთი ხალხი აღმოჩნდა, რომელსაც ქუჩაში არავინ გაჰყვება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უიდეობას, რაც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, ოპოზიცია დროზე შევიდეს პარლამენტში.

„იდიოტიზმს, რომელიც ახლა მოწყობილი აქვთ, იმ უიდეობას, რაც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, რასაკვირველია, სჯობს, დროზე შევიდნენ. სულ მცირე, ქუჩებში მოსახლეობას არ შეაწუხებენ. ეს მინიმუმ. უბრალოდ, ყველას უნდა სახის შენარჩუნება. რუსებთან როგორ დავსხდებით, აქედან პუტინს როგორ ვებრძოლოთ – ეს ცოტა ხნით დასტრიალებთ თავში. ეს ნათქვამი აქვთ თვითონ. ამით შეაშინეს ხალხი, ამით მიიღეს ხმები, მაგრამ ყველას ესმის, რომ აქციების სათავეში ისეთი ხალხი აღმოჩნდა, რომელსაც ქუჩაში არავინ გაჰყვება. შეიძლება, პირობითად, მიიღო 800 000 ხმა და 800 კაცი ვერ შეაგროვო ქუჩაში?“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „ღამის კურიერში“ სტუმრობისას.