იაგო ხვიჩია - უცნაურია პრეზიდენტის კრიტიკა იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, მაგრამ ამაში რაღაც საფუძველია, ინსტიტუციების რწმენა კიდევ შერჩენიათ, რაც ცოტა მეც მაკვირვებს
ხელისუფლების მხრიდან უცნაურია პრეზიდენტის კრიტიკა იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, მაგრამ ამაში რაღაც საფუძველია, ინსტიტუციების რწმენა კიდევ შერჩენიათ, რაც ცოტა მეც მაკვირვებს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელთან დაკავშირებით.
„ხელისუფლების მხრიდან უცნაურია პრეზიდენტის კრიტიკა იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, მაგრამ ამაში რაღაც საფუძველია. „ქართული ოცნების“ ხელში ამ ხალხს საქართველოში ინსტიტუციების რწმენა კიდევ შერჩენიათ და ეს ცოტა მეც მაკვირვებს. ეს კანონი არა მხოლოდ ანტიკონსტიტუციურია, არამედ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგაა. „ქართული ოცნება“ ფინანსების დამალვაზე რომ ვინმეს ელაპარაკება, ეს არის ანეკდოტი და კომედია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.