იაგო ხვიჩია - უცნაური ახირებითი ხალხია საქართველოს მთავრობაში, რისი იმედი გვაქვს არ ვიცით, ფაქტია, მიზანი არის, რომ ევროპელები რამენაირად გავაბრაზოთ
იაგო ხვიჩია - უცნაური ახირებითი ხალხია საქართველოს მთავრობაში, რისი იმედი გვაქვს არ ვიცით, ფაქტია, მიზანი არის, რომ ევროპელები რამენაირად გავაბრაზოთ

პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების შეფასებისას ჟარგონი უნდა გამოვიყენო – ვამსგავსებ ვითარებას, როცა ბირჟაზე ხალხი ზის და ცდილობს ერთმა მხარემ მეორე ააგდოს და ყველაფერს აკეთებს, რომ მეორე მხარე ავარდეს და რამე აკადროს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

იაგო ხვიჩიამ გააკეთა ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ „კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია, მაგრამ არის სიმბოლური მნიშვნელობის“. სალომე სამადაშვილის თქმით, ეს განცხადება სამარცხვინოა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, უცნაური ახირებითი ხალხია საქართველოს მთავრობაში.

„რისი იმედი გვაქვს არ ვიცით, მაგრამ მიზანი, რასაც ვუყურებ, არის ის, რომ ევროპელები რამენაირად გავაბრაზოთ და უარი ვათქმევინოთ ისეთ რამეზე, რომელზეც უარის თქმა არ შეიძლება. პრემიერის ეს განცხადება ჩემთვის ნიშნავს იმას, თითქოს რაღაც გვინდა გამოვსტყუოთ ევროპარტნიორებს, თან ისეთი რამე, რომლის გამოტყუებისთვისაც არ უნდა ვიბრძოდეთ, ასეთი შთაბეჭდილება მაქვს მისი ინტერვიუდან“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, ეს რამდენად იმოქმედებს ჩვენს ევროპულ მომავალზე, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა: „ამაზე პასუხი არის, რომ არ ვიცი, რამდენად ავარდებიან ამაზე ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ვისურვებდი, სიმშვიდე შეინარჩუნონ. უცნაური ახირებითი ხალხია საქართველოს მთავრობაში და ამ ერთხელ გაგვიგონ. მე მხოლოდ იმედი შეიძლება მქონდეს, რადგან ამ საქმის გულშემატკივარი ვარ. იმედი მაქვს, ამ ერთხელ გვაპატიებენ ჩვენი სახელით, რომ ასეთი უცნაური რაღაცები ისმის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.