იაგო ხვიჩია - თუ საუბარს ვიწყებთ და სერიოზულად ვართ განწყობილი ერთმანეთის მიმართ, მაშინ პირობების დაყენებას შინაარსი არ გააჩნია
იაგო ხვიჩია - თუ საუბარს ვიწყებთ და სერიოზულად ვართ განწყობილი ერთმანეთის მიმართ, მაშინ პირობების დაყენებას შინაარსი არ გააჩნია

ჩვენ ვართ ყველაზე არაკონფლიქტური, მშვიდობიანი პარტია, რომელსაც არ უნდა არც ქუჩის გამოსვლები, არც რევოლუცია, არც შუა აზიისკენ წასვლა, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „გირჩს“ პოლიტიკოსებს შორის ცივილური საუბრის დაწყება სურს.

„ჩვენ გვინდა ცივილური საუბრის დაწყება პოლიტიკოსებს შორის, მაგრამ მართლა ლაპარაკის დაწყება და ის კი არა, სიტყვით რომ გამოდიან. მართლა თუ საუბარს ვიწყებთ და სერიოზულად ვართ განწყობილი სასაუბროდ ერთმანეთის მიმართ, მაშინ პირობების დაყენებას უბრალოდ შინაარსი არ გააჩნია. ოღონდ სერიოზულობა არის ჩემთვის კრიტერიუმი და ის არანაკლები კრიტერიუმია, ვიდრე სხვა რამ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაყენებულ პირობებს, ხვიჩია აცხადებს, რომ ულტიმატუმი მასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

„ულტიმატუმი ჩემთან არ ყოფილა შეთანხმებული, შესაბამისად მე არც ერთ ულტიმატუმზე ხელი არ მომიწერია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ოპოზიციის მოთხოვნებს არ ვეთანხმები. პირიქით, უბრალოდ ულტიმატუმები, ზოგადად არ მომწონს. ზოგადად, პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა გაიაზროს არსებული სიტუაცია“, – განაცხადა ხვიჩიამ.