იაგო ხვიჩია - ტრამპზე თავდასხმა არის შემზარავი პრეცედენტი, კრიმინალი, ასევე, დაცვის სისტემის, რომელსაც უსაფრთხოებაზე ზრუნვა ევალებოდა, ხარვეზი
იაგო ხვიჩია - ტრამპზე თავდასხმა არის შემზარავი პრეცედენტი, კრიმინალი, ასევე, დაცვის სისტემის, რომელსაც უსაფრთხოებაზე ზრუნვა ევალებოდა, ხარვეზი

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, დონალდ ტრამპზე თავდასხმა შემზარავი პრეცედენტია.

ხვიჩიას თქმით, არსებული მტკიცებულებებით, მომხდარი ფაქტი არის კრიმინალი და ხარვეზი დაცვის სისტემის, რომელსაც უსაფრთხოებაზე ზრუნვა ევალებოდა.

„დონალდ ტრამპზე თავდასხმა აჩვენებს, რომ „გლობალური ომის პარტია“ მიზანში კარგად ვერ ისვრის და საჭირო მომენტში აცილებს. მგონი, ამაშია „ქართული ოცნების“ გამოსავალიც და ამიტომაც ბედავენ ამდენს – ეს ხუმრობით, მაგრამ მართლა შემზარავი პრეცედენტია. პრეზიდენტ ტრამპს ვულოცავ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. არსებული მტკიცებულებებით, ეს არის კრიმინალი, ასევე, არის ხარვეზი დაცვის სისტემის, რომელსაც უსაფრთხოებაზე ზრუნვა ევალებოდა“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.

ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია.