იაგო ხვიჩია - თამარ ჟვანია უნდა გადადგეს, რადგან მისმა საქმიანობამ და გადაკეთებულმა ოქმებმა აყალმაყალი გამოიწვია
თამარ ჟვანია უნდა გადადგეს, რადგან მისმა საქმიანობამ და გადაკეთებულმა ოქმებმა აყალმაყალი გამოიწვია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ჟვანია თანამდებობიდან ვინმემ კი არ უნდა გადააყენოს, არამედ თავად უნდა გადადგეს.
„თამარ ჟვანია დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს, რადგან მთავარი მტკიცებულება და აყალმაყალი მისმა საქმიანობამ და გადაკეთებულმა ოქმებმა გამოიწვია. საწყისი წყარო, რის გამოც პარლამენტის არსებობა კითხვის ქვეშ დავაყენეთ, ცესკო იყო, მათ რაღაც ვერ დათვალეს. შეიძლება, ოპოზიციამ ბოლომდე ის ვერ დაამტკიცა, რასაც ცდილობდა, მაგრამ თუ ვინმე არის „დამნაშავე“, ეს არის ცესკო და მისმა ხელმძღვანელმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. თანამდებობიდან ვინმემ კი არ უნდა გადააყენოს, თავად უნდა გადადგეს. სიტუაციის არგამწვავებისთვის ყველაზე კარგი ფორმა ეს იქნება“, – განაცხადა ხვიჩიამ.