იაგო ხვიჩია - თამარ ჩერგოლეიშვილსა და გიგა ბოკერიას არაერთხელ უთქვამთ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში სტატუსი არ უნდა მივიღოთ, ოპოზიციის სხვა წევრები ამაზე ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავენ
იაგო ხვიჩია - თამარ ჩერგოლეიშვილსა და გიგა ბოკერიას არაერთხელ უთქვამთ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში სტატუსი არ უნდა მივიღოთ, ოპოზიციის სხვა წევრები ამაზე ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავენ

თამარ ჩერგოლეიშვილსა და გიგა ბოკერიას არაერთხელ უთქვამთ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ სტატუსი არ უნდა მიიღოს, ასეთი პოზიცია ოპოზიციის სხვა წევრებსაც აქვთ, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ოპოზიციონერ დეპუტატს კითხვა დაუსვეს, ოპოზიციიდან ვის არ სურს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„თამარ ჩერგოლეიშვილსა და გიგა ბოკერიას არაერთხელ უთქვამთ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ სტატუსი არ უნდა მიიღოს. ისინი ამას არ მალავენ, ეს მათი ღია პოლიტიკური პოზიციაა. ასეთი პოზიცია ოპოზიციის სხვა წევრებსაც აქვთ, მაგრამ ისინი ამაზე ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავენ. „ევროპული საქართველოს“ წევრები უფრო მეტი გამბედაობით გამოირჩევიან. მე საჯაროობას მივესალმები, რადგან რაღაცას ფიქრობდე და მეორეს ამბობდე, სჯობს, საკუთარი პოზიცია ღიად დაიცვა. ეს პრობლემა „ევროპულ საქართველოს“ არასოდეს ჰქონია. ჩვენ სტატუსი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ რაღაცნაირად რუსულ ორბიტაზე არ აღმოვჩნდეთ. სხვა ადამიანებისგან განსხვავებით, მათი პოზიცია მესმის, მაგრამ არ ვეთანხმები“, – განაცხადა ხვიჩიამ.