იაგო ხვიჩია - სწორი გამოსავალია, სააკაშვილი საზღვარგარეთ გაუშვან, კლინიკაში გადაყვანას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნდობა და რეპუტაცია არ გააჩნია
იაგო ხვიჩია - სწორი გამოსავალია, სააკაშვილი საზღვარგარეთ გაუშვან, კლინიკაში გადაყვანას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნდობა და რეპუტაცია არ გააჩნია

შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალია, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნონ და იქ თუ უნდათ კონსილიუმი შეიკრიბოს და თუ უნდათ სხვა რამ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნდობა და რეპუტაცია არა გააჩნია.

„ხომ შეიძლება, ამდენი აქციით, მიტინგით, ხმაურითა და თუნდაც გაჯინებით დაიღალო? ხომ უშვებ, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი შეიძლება ამით დაიღალოს. ამ დროს სწორი გამოსავალია, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გაუშვან. კლინიკაში გადაყვანას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან იგივე ხმაური კლინიკასთან დაიწყება. წარმოიდგინეთ, ხართ ბიძინა ივანიშვილი. დაიჯერებდით ყველაფერს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ იტყოდა? „ნაციონალურ მოძრაობას“ ნდობა და რეპუტაცია არ გააჩნია. მიხეილ სააკაშვილის ამ ქვეყანაში არათავისუფალ მდგომარეობაში ყოფნა იმ პროცესებს გამოიწვევს, რაც ახლა ხდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.