იაგო ხვიჩია - სტრასბურგში ხალხის ქმედებები კი არ საჩივრდება, საჩივრდება სასამართლო სისტემისა და ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებები
იაგო ხვიჩია - სტრასბურგში ხალხის ქმედებები კი არ საჩივრდება, საჩივრდება სასამართლო სისტემისა და ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებები

სტრასბურგში ყველა სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არის ვისაც შეუტანია აქამდეც, ეგ გასაკვირი არ არის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ნიკა მელიას საქმის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, როცა იგულისხმება, რომ საქართველოს წინააღმდე იქ თავისთავად ხალხის ქმედებები კი არ საჩივრდება, საჩივრდება სასამართლო სისტემის, ხელისუფლების ქმედებები და მათი უკანონო გადაწყვეტილებები.

„ნომინალურად რა თქმა უნდა, საქართველოს წინააღმდე არის, მაგრამ საქართველოში იმ უსამართლობების ჩამდენი იგულისხმება, რომელსაც მოსარჩელეები ასაჩივრებენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ნიკა მელიას ადვოკატების ინფორმაციით, სარჩელი ეხება სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, რაც კონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევას გულისხმობს.