იაგო ხვიჩია - სჯობს, სოფო ჯაფარიძემ თავისი მისაღები გახსნას, სადაც სააკაშვილზე დაელაპარაკება ხალხს
იაგო ხვიჩია - სჯობს, სოფო ჯაფარიძემ თავისი მისაღები გახსნას, სადაც სააკაშვილზე დაელაპარაკება ხალხს

სჯობს, სოფო ჯაფარიძემ თავისი მისაღები გახსნას, სადაც მიხეილ სააკაშვილზე დაელაპარაკება ხალხს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ამით ხალხის ინტერესიც უფრო მაღალი იქნება, აქციები და გაუგებრობებიც თავიდან აცილებული იქნება. ქალბატონ სოფოს ამ თვალსაზრისით ვურჩევდი პროექტში ცვლილების შეტანას“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ დღეს იგეგმება მიხეილ სააკაშვილის ოფისის გახსნა, რომელსაც სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.

ხვიჩიას თქმით, საზოგადოებრივ ცენტრს არსებული ფორმით არავითარი აზრი არ აქვს.

„ამ ფორმით არაფერი, მაგრამ თუ გაიხსნება ქალბატონი სოფოს მისაღები, სადაც მიხეილ სააკაშვილზე ილაპარაკებენ, მაშინ შეიძლება, აზრი ჰქონდეს. საზოგადოება ქალბატონ სოფოს გაიცნობს, როგორც ახალ ამომავალ პოლიტიკოსს. ციხეში მყოფი ადამიანის სანახავად რატომ უნდა მიხვიდე იმ ადგილას, სადაც ის არ იმყოფება?“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.