იაგო ხვიჩია - სინოდისთვის მადლობაა სათქმელი, რადგან „ბიბლიური თავისუფლება“ ფაქტობრივად რელიგიად აღიარეს, რაც ძალიან გვჭირდებოდა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში
სინოდისთვის მადლობაა სათქმელი, რადგან „ბიბლიური თავისუფლება“ ფაქტობრივად რელიგიად აღიარეს,სინოდისთვის მადლობაა სათქმელი, რადგან „ბიბლიური თავისუფლება“ ფაქტობრივად რელიგიად აღიარეს, რაც ძალიან გვჭირდებოდა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ წმინდა სინოდის განჩინებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საუბარია „გირჩის“შექმნილ რელიგიურ ორგანიზაცია „ბიბლიურ თავისუფლებაზე“.
ხვიჩიას თქმით, გასაკვირია, რომ ასეთ დროს საპატრიარქომ ამ საკითხისთვის მოიცალა.
„ერთი მხრივ, მადლობაა სათქმელი, რადგან ფაქტობრივად გვაღიარეს რელიგიად, რაც ძალიან გვჭირდებოდა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში სამომავლოდ, რომ რამე საფრთხე არ დაემუქროს ჩვენს ორგანიზაციას. მეორე მხრივ, ცოტა ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ასეთ დროს, როდესაც შიგნით საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარეობს საკმაოდ დაძაბული პროცესები, მათ მოიცალეს „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურებისთვის, რეალურად ადამიანებისთვის, რომლებსაც ერთწლიანი მონობის მოხდა არ უნდოდათ, დავეხმარეთ ოჯახეთან ყოფილიყვნენ. აქედან გამომდინარე, არ მგონია სამართლიანი და მე სხვის ქრისტიანობას ვერ შევაფასებ, მაგრამ მე როგორც მესმის ქრისტიანობა, ის არის ქრისტიანულიც“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
წმინდა სინოდის განჩინებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში „ბიბლიური თავისუფლების“ წევრებს ეკრძალებათ როგორც წმინდა ზიარება, ასევე სხვა საეკლესიო საიდუმლოებებსა თუ მსახურებაში (ნათლობა, ჯვრისწერა, შვიდგზის ზეთიცხება…) მონაწილეობის მიღება, ვიდრე არ შეინანებენ აღნიშნულ ცოდვას.